- ბასტია კლოდ ფრედერიკ (1801-1850)
- ფრანგი ეკონომისტი, ჟურნალისტი და კანონმდებელი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ფრედერიკ ბასტია მხარს უჭერდა კერძო საკუთრებას, თავისუფალ ვაჭრობასა და ხელისუფლების შეზღუდვას. მისი შრომები - „ეკონომიკური სოფიზმები“, „ეკონომიკური ჰარმონიები“, „კაპიტალი და პროცენტი“, „ის რაც ჩანს და ის რაც არ ჩანს“, „კანონი“, „ხელისუფლება“ და სხვა მრავალი, გამოირჩევა მახვილგონივრულობით, დახვეწილობით და სიზუსტით. მასვე ეკუთვნის, გამოჩენილი შოტლანდიელი ფილოსოფოსისა და ეკონომისტის, ადამ სმითის საუკეთესო ნაშრომების საკვანძო შინაარსის მქონე ამონარიდებიდან მომზადებული კრებული, სახელწოდებით „ადამ სმითის სიბრძნე“. ბასტიას აზრით, თავისუფალი ბაზარი წარმოადგენს ინდივიდებს შორის ჰარმონიის წყაროს იმდენად, რამდენადაც ხელისუფლება შეზღუდულია გარეშე ძალადობისაგან ადამიანების სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების დამცველი ფუნქციებით. მისი ძალისხმევით, საფრანგეთის კანონმდებლობაში ეკონომიკური თავისუფლების მხარდამჭერი ბევრი ცვლილება შევიდა.Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.
Georgian encyclopedia. 2013.